პროექტი „მუზეუმი და მრავალფეროვნება“ გრძელდება. 15 აგვისტოს მოეწყო შეხვედრა აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებთან. მათთვის ჩატარდა შემეცნებითი ექსკურსია - „უძველესი საბრძოლო იარაღები“. ექსკურსიის შემდგომ პოლიციის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს მუზეუმის კერამიკულ სახელოსნოში გამართულ მასტერკლასში, რომელიც ითვალისწინებს არტეფაქტების მინაბაძების მოხატვას.